Article 15. პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპი
1. პოლიცია ვალდებულია თავისი საქმიანობის შესახებ საჯარო ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს.
2. პოლიცია ვალდებულია საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს სწრაფად მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, იმგვარად, რომ არ გაახმაუროს სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, პერსონალური მონაცემები და გამოძიების მასალები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. პოლიციამ პერსონალური მონაცემები უნდა დაამუშაოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. პოლიცია უფლებამოსილია დაამუშაოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცული მონაცემები, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3319 – ვებგვერდი, 07.08.2018წ. თავი III პოლიციის ფუნქციები და უფლებამოსილებანი
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
პოლიციის შესახებ
