Closest in meaning — including in other laws
ლობისტური საქმიანობის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტა ხდება მისი დაკარგვის ან ჩამორთმევის გზით.
2.ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის დაკარგვის საფუძველია: ა) დავალების ვადის გასვლა ან მისი შეწყვეტა; ბ) დავალებით გათვალისწინებულ ნორმატიულ აქტზე (მისგან გამომდინარე ნორმატიულ აქტებზე) ან ნორმატიული აქტის პროექტზე (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტებზე) წარმომადგენლობითი ორგანოს, აღმასრულებელი ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
3.ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის ჩამორთმევის საფუძველია: ა) ისეთი გარემოების წარმოშობა, რომელიც გამორიცხავს პირის ლობისტად რეგისტრაციას; ბ) ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ანგარიშის წარუდგენლობა; გ) ლობისტური საქმიანობის განხორციელების პროცესში სამართალდარღვევის ჩადენა იმ წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს წევრის/მოხელის ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელის მიმართ, რომელშიც პირი ახორციელებს ლობისტურ საქმიანობას, აგრეთვე ამ ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში.
4.პირს ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობა ჩამოერთმევა იმ თანამდებობის პირის (ორგანოს) გადაწყვეტილებით, რომელმაც მოახდინა მისი ლობისტად რეგისტრაცია. ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის ჩამორთმევის შესახებ ეცნობება წარმომადგენლობითი ორგანოს, აღმასრულებელი ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელს და პირს, რომელსაც იგი ჩამოერთვა. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4348 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №138 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7019 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი III. ლობისტის უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის სამართლებრივი გარანტიები
1. ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტა ხდება მისი დაკარგვის ან ჩამორთმევის გზით. 2. ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის დაკარგვის საფუძველია: ა) დავალების ვადის გასვლა ან მისი შეწყვეტა; ბ) დავალებით გათვალისწინებულ ნორმატიულ აქტზე (მისგან გამომდინარე ნორმატიულ აქტებზე) ან ნორმატიული აქტის პროექტზე (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტებზე) წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. 3. ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის ჩამორთმევის საფუძველია: ა) ისეთი გარემოების წარმოშობა, რომელიც გამორიცხავს პირის ლობისტად რეგისტრაციას; ბ) ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ანგარიშის წარუდგენლობა; გ) ლობისტური საქმიანობის განხორციელების პროცესში სამართალ-დარღვევის ჩადენა იმ წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს წევრის ან მოხელის მიმართ, რომელშიც პირი ახორციელებს ლობისტურ საქმიანობას, აგრეთვე ამ ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში. [გ) ლობისტური საქმიანობის განხორციელების პროცესში სამართალდარღვევის ჩადენა იმ წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს წევრის ან საჯარო მოსამსახურის მიმართ, რომელშიც პირი ლობისტურ საქმიანობას ახორციელებს, აგრეთვე ამ ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)] 4. პირს ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობა ჩამოერთმევა იმ თანამდებობის პირის (ორგანოს) გადაწყვეტილებით, რომელმაც მოახდინა მისი ლობისტად რეგისტრაცია. ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის ჩამორთმევის შესახებ ეცნობება წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელს და პირს, რომელსაც იგი ჩამოერთვა. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4348 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. თავი III. ლობისტის უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის სამართლებრივი გარანტიები
The amendments this article has been through
Defines conditions for termination of lobbying status more precisely, including final decision on related draft laws.
amending act №4919723The grounds for termination of a lobbyist's legal status now explicitly include committing an offense against a member of a representative or executive body, or a public servant, within the scope of lobbying activities and specifically *within* the administrative building of that body.
amending act №3008415Describe your situation — we'll help you find the right specialist.