დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Article 11^23. მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა
მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) სამსახურიდან გათავისუფლება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; გ) კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) გარდაცვალება. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.
