1.ღია და დახურულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით.
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
1.ღია და დახურულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით.
Closest in meaning — including in other laws
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
Always up-to-date legal framework
2.სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, შემსყიდველი ორგანიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები.
3.სატენდერო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის პრეტენდენტი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის ხელმძღვანელის ახლო ნათესავი, ფონდის ან კავშირის სახით არსებული პრეტენდენტი იურიდიული პირის დამფუძნებელი ან წევრი, ან პირი , რომელსაც აქვს წილი პრეტენდენტი იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში.
4.სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სატენდერო კომისიაში, ექსპერტებად და კონსულტანტებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იყვნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები და სახაზინო დაწესებულებების წარმომადგენლები.
5.სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.
6.სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრნველყოფის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით ამ ორგანიზაციის მომსახურებისაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს შექმნას სატენდერო კომისიის მუდმივმოქმედი აპარატი, რომელიც, როგორც წესი, უნდა შედგებოდეს სახელმწიფო შესყიდვების სერტიფიცირებული სპეციალისტებისაგან.
7.შესყიდვის ობიექტის მახასიათებლებისა და სავარაუდო ღირებულების დაზუსტების შემდეგ სატენდერო კომისიის აპარატი შეიმუშავებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტს და სატენდერო დოკუმენტაციას, განსაზღვრავს საკვალიფიკაციო და სხვა მოთხოვნებს, შეფასების კრიტერიუმებს.
8.ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია მტკიცდება სატენდერო კომისიის მიერ (განცხადების გამოქვეყნებამდე), რაც აისახება სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.
9.ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.
10.სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც თან უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა რაოდენობის თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
11.სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე სატენდერო კომისიის წევრები.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.