1.დახურული ტენდერის ჩატარების წესი განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შეახებ“ კანონის მე-20 მუხლითა და ამ დებულებით.
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
1.დახურული ტენდერის ჩატარების წესი განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შეახებ“ კანონის მე-20 მუხლითა და ამ დებულებით.
Closest in meaning — including in other laws
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
Always up-to-date legal framework
2.დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში გამოიყენება ღია ტენდერის ჩატარებისათვის დადგენილი წესი იმ განსხვავებით, რომ განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ უშუალოდ ეგზავნება სატენდერო კომისიის მიერ წინასწარ შერჩეულ პირებს.
3.სატენდერო კომისიის მიერ წინასწარ შერჩეული პირების რაოდენობა არ უნდა იყოს ხუთზე ნაკლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესასყიდი საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მიწოდება შეუძლია იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შეზღუდულ წრეს, რომელთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია.
4.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების შერჩევის მიზნით სატენდერო კომისიამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ინფორმაციის ყველა არსებული წყარო (შესაბამისი საცნობარო გამოცემები, დარგობრივი სამინისტროების, უწყებების ხელთ არსებული ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოებული მიმწოდებელთა მუდმივ განახლებადი რეესტრის მონაცემები და სხვა).
5.სატენდერო კომისიამ უნდა შეარჩიოს განცხადების დაგზავნის ისეთი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს შერჩეულ პირთა მიერ განცხადების უმოკლეს ვადაში მიღებას.
6.ტენდერში მონაწილეობისათვის მოწვეულმა პირებმა თავისი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ წერილობით შემსყიდველ ორგანიზაციას, ხოლო თანხმობის შემთხვევაში, წარუდგინონ სატენდერო კომისიას საკვალიფიკაციო მონაცემები განცხადებაში მითითებულ ვადებში.
7.თუ განსახილველი საკვალიფიკაციო მონაცემების ან/და სატენდერო წინადადებების რაოდენობა სამზე ნაკლებია, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია სააგენტოსთან შეთანხმებით ან გააგრძელოს დაწყებული ტენდერი ან შეწყვიტოს იგი და გამოაცხადოს ღია ტენდერი.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.