1.პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების წარდგენის წესი განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-15 მუხლითა და ამ დებულებით.
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
1.პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების წარდგენის წესი განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-15 მუხლითა და ამ დებულებით.
Closest in meaning — including in other laws
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
Always up-to-date legal framework
2.პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტი იურიდიული პირის ხელმძღვანელის (ფიზიკური პირის) მიერ და წარედგინოს სატენდერო კომისიას დახურულ კონვერტებში.
3.სატენდერო წინადადებების მიღებასა და მათ რეგისტრაციას (მიღების თარიღისა და დროის მითითებით) აწარმოებს სატენდერო კომისიის აპარატი სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულ ვადებსა და მისამართზე.
4.ყოველ პრეტენდენტს აქვს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადების წარდგენის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია დასაშვებად ჩათვლის ალტერნატიული წინადადებების წარდგენას, რის შესახებაც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული განცხადებაში ტენდერის ჩატარების შესახებ და სატენდერო დოკუმენტაციაში. ალტერნატიული წინადადება წარმოადგენს წინადადებას, რომელიც გულისხმობს ჩანაცვლებადი საქონლის მიწოდებას, ალტერნატიული პროექტის განხორციელებას, შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებათა დაკმაყოფილებას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულისაგან განსხვავებული გზით. ტენდერში მონაწილეობისათვის ალტერნატიული წინადადებების დაშვების შემთხვევაში პრეტენდენტებს უფლება აქვთ წარმოადგინონ როგორც ერთი წინადადება (სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისი ან ალტერნატიული), ასევე რამდენიმე, რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნეს ერთ კონვერტში, მასზე გაკეთებული შესაბამისი აღნიშვნებით.
5.შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მიღებული სატენდერო წინადადებებისა და ნიმუშების უსაფრთხო შენახვა სატენდერო წინადადებების გახსნამდე. ინფორმაცია სატენდერო წინადადებებისა და ნიმუშების (მათი არსებობის შემთხვევაში) რაოდენობის, მათი დამახასიათებელი ნიშნების შესახებ ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ იმ პირთათვის, რომელსაც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვთ უფლება ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.
6.დაგვიანებით შემოსულ სატენდერო წინადადებებს სატენდერო კომისია არ განიხილავს და გაუხსნელად უბრუნებს წარმომდგენ პირებს. სატენდერო კომისიის აპარატი აფიქსირებს დაგვიანებული სატენდერო წინადადების შემოსვლის თარიღსა და დროს და ასახავს ამ ინფორმაციას შემოსული სატენდერო წინადადებების სარეგისტრაციო დოკუმენტში.
7.პრეტენდენტს უფლება აქვს სატენდერო წინადადებების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით მიმართოს სატენდერო კომისიას თხოვნით სატენდერო წინადადების გატანის, მისი შეცვლის ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
8.სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებისთანავე იმართება სატენდერო კომისიის სხდომა, რომელზეც პრეტენდენტების თანდასწრებით ერთობლივად იხსნება სატენდერო წინადადებები, ცხადდება სატენდერო წინადადებების წარმომდგენი პრეტენდენტების სახელწოდება, ვინაობა (ფიზიკური პირის შემთხვევაში), სატენდერო წინადადებების ან ალტერნატიული წინადადებების ფასი, რაც უნდა აისახოს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში. სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ სატენდერო კომისია ადგენს სატენდერო წინადადებების განხილვის ვადებს.
9.სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ წინადადებებში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია გარდა ამ დებულების მე-16 მუხლის მე-3, მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შესწორებებისა.
10.სატენდერო წინადადებების მოქმედების ვადა არ უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ვადებზე ნაკლები და უნდა იყოს ასახული სატენდერო წინადადებაში.
11.სატენდერო კომისიას უფლება აქვს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს მოსთხოვოს სატენდერო წინადადებების მოქმედების ვადის გაგრძელება.
12.პრეტენდენტებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ თავიანთი სატენდერო წინადადებების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნას, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებაზე პრეტენდენტის მიერ უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს გარანტიის დაუბრუნებლობის, განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლად.
13.იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი დათანხმდება სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, მაგრამ ვერ შეძლებს წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელებას (ან ახალი გარანტიის წარდგენას), იგი ჩაითვლება პრეტენდენტად, რომელმაც უარი განაცხადა სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე.
These lawyers work in the legal area related to this article.