1.ამ კანონის მე -8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე არ შეიძლება დანიშნულ ან არჩეულ იქნენ პირები, რომლებიც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე იყვნენ: ა) ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლები და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან (1991 წლის 9 აპრილიდან): ა.ა) უარი განაცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან საიდუმლო თანამშრომლობაზე; ა.ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, გარიცხულ იქნენ საიდუმლო თანამშრომელთა აპარატიდან; ა.გ) დაუდგენელი მიზეზების გამო გაწყვიტეს კავშირი დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან; ბ) ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან (1991 წლის 9 აპრილიდან) უარი განაცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებში მუშაობის გაგრძელებაზე ან რომელთაც, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებში მუშაობის გაგრძელებაზე; გ) (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/5/560 – ვებგვერდი, 17.11.2015წ . დ) (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/5/560 – ვებგვერდი , 17.11.2015 წ . ე) საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.
2.ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე ასევე არ შეიძლება დაინიშნონ (არჩეულ იქნენ) პირები, რომელთა შესახებაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1991 წლის 9 აპრილიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს მათ ფარულ კავშირზე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/5/560 – ვებგვერდი , 17.11.2015წ.
