1.ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირები, რომელთაც უკავიათ ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობა, ვალდებული არიან გადადგნენ აღნიშნული თანამდებობიდან ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
2.საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტები: ა) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; ბ ) „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ “; გ ) „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“.
3.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2016 წლის 1 იანვრამდე განსაზღვროს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობა (გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ წარდგენილი წევრებისა) და საქმიანობის წესი. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3964 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
