Article 179. სპეციალური წოდებები სამინისტროს სისტემაში
1. ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ პირს პირველადი სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭება ან/და იგი სახელმწიფო სპეციალური წოდებით დაინიშნება მხოლოდ სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამხედრო პოლიციაში ან სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში.
2. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურისა), ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ შეუნარჩუნდება აღნიშნული სახელმწიფო სპეციალური წოდება და მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება აღარ მიენიჭება. მუხლი 180. მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზება გარდამავალ პერიოდში 1. 2024 წლის 1 იანვრამდე: ა) ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებები, რომლებიც უკავშირდება სამხედრო აღრიცხვასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს (გაწვევის ორგანიზებას, გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურს (ჩარიცხვას, გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), განახორციელოს მუნიციპალიტეტის მერმა/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელმა, მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა სტრუქტურულმა ერთეულმა/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურულმა ერთეულმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა − დევნილებისა) დაკავშირებით − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან დაკავშირებით − აჟარის მუნიციპალიტეტმა; ბ) შესაბამისმა უწყებამ/ორგანომ/სასწავლებელმა/დამსაქმებელმა ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებები, რომლებიც უკავშირდება სამხედრო აღრიცხვასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს (გაწვევის ორგანიზებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურს (ჩარიცხვას, გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), განახორციელოს მუნიციპალიტეტის მერთან/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელთან/მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ სტრუქტურულ ერთეულთან/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულთან ან/და სამინისტროსთან მიმართებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა − დევნილებისა) დაკავშირებით − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მიმართებით, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან დაკავშირებით − აჟარის მუნიციპალიტეტთან მიმართებით.
