ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ეროვნული მარეგულირებელი ორგანო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, საჯაროობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებით.
2.დაუშვებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმიანობის კონტროლი და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით.
3.დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ძირითადი პრინციპებია: ა) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიმართ ნებისმიერი სახის კონტროლის დაუშვებლობა; ანგარიშის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისათვის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა შესაბამისი კანონით დადგენილი წესით; ბ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს და კომისიის წევრის პასუხისმგებლობის განსაზღვრა სასამართლოს მეშვეობით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) კომისიის წევრთა დანიშვნა მხოლოდ შესაბამისი კანონით დადგენილი წესით; დ) შესაბამისი კანონით მინიჭებული საჯარო ფუნქციების (მათ შორის, ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსების ფუნქციის) სხვა ორგანოებისა და კერძო სამართლის პირებისათვის გადაცემის დაუშვებლობა. ე) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სამართლებრივი გამიჯვნა და ფუნქციური დამოუკიდებლობა ნებისმიერი საჯარო დაწესებულებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისაგან; ვ) შესაბამის რეგულირებულ სფეროში მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის დამოუკიდებლობა ნებისმიერი საჯარო ან კომერციული ინტერესისაგან, მათ შორის, სამთავრობო ან სხვა საჯარო დაწესებულებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ზეგავლენისაგან; ზ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და პირობებით თავისი ფუნქციების შესრულებისათვის ნებისმიერი პოლიტიკური ორგანოსაგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების, საკუთარი განცალკევებული წლიური ბიუჯეტის ქონისა და დამოუკიდებლად განკარგვის, საკუთარი ადეკვატური ადამიანური და ფინანსური რესურსების ქონის უფლება.
4.თუ ორგანო, შესაბამისი კანონის თანახმად, არ მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა პრინციპით ერთდროულად ან მოქმედებს განსხვავებული წესებითა თუ პროცედურებით, იგი არ ჩაითვლება ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოდ.
5.ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით მოაწყოს საჯარო განხილვები სალიცენზიო და სატარიფო უფლებამოსილებების განხორციელების თაობაზე. ასეთი პროცედურის გარეშე გადაწყვეტილების მიღება იწვევს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობას.
6.ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.
7.ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5649 – ვებგვერდი, 27.12.2019წ. თავი II. უფლებამოსილებათა ძირითადი მახასიათებლები
1. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, საჯაროობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებით. 2. დაუშვებელია დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმიანობის კონტროლი ან აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით. 3. დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ძირითადი პრინციპებია: ა) დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიმართ ნებისმიერი სახის კონტროლის დაუშვებლობა; ანგარიშის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენა შესაბამისი კანონით დადგენილი წესით; ბ) დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს და კომისიონერთა პასუხისმგებლობის განსაზღვრა მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) კომისიონერთა დანიშვნა მხოლოდ შესაბამისი კანონით დადგენილი წესით; დ) შესაბამისი კანონით მინიჭებული საჯარო ფუნქციების (მათ შორის, ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსების ფუნქციის) სხვა ორგანოებისა და კერძო სამართლის პირებისათვის გადაცემის დაუშვებლობა. 4. თუ ორგანო, შესაბამისი კანონის თანახმად, არ მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა პრინციპით ერთდროულად ან მოქმედებს განსხვავებული წესებითა თუ პროცედურებით, იგი არ ჩაითვლება დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოდ. 5. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით მოაწყოს საჯარო განხილვები სალიცენზიო და სატარიფო უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე. ასეთი პროცედურის გარეშე გადაწყვეტილების მიღება იწვევს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობას. 6. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებების გადასინჯვის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე. თავი II.II უფლებამოსილებათა ძირითადი მახასიათებლები
The amendments this article has been through
Addition of sub-paragraphs 'e' through 'z' to Article 4, paragraph 3, detailing requirements for legal separation, functional independence, and independent decision-making for national regulatory bodies.
amending act №4747908The principles guiding national regulatory bodies are reaffirmed, with added emphasis that any intervention must be explicitly provided for by law. Control over the body is limited to the President, Government, and Parliament as defined by law.
amending act №2092462Describe your situation — we'll help you find the right specialist.