Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.ეს კანონი ადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვისა და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და მიზნად ისახავს ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულებას.
2.ამ კანონის ძირითადი პრინციპებია: ა) გაეროს კონვენციების მოთხოვნათა შესრულება; ბ) სპეციალური კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა; გ) ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ცალკეულ სახეობებზე სახელმწიფოს კომპეტენციის განსაზღვრა; დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ცალკეულ სახეობათა ლიცენზირების უზრუნველყოფა; ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ მიმართულ პროფილაქტიკურ ღონისძიებათა პრიორიტეტულობა, ნარკომანიის საწინააღმდეგო პროპაგანდის სტიმულირება.
The amendments this article has been through
The definition of 'controlled substance' is updated to include substances listed in I, II, III, and IV lists, and definitions for strictly controlled narcotics (for medical use only), limited narcotics (allowed for medical use) are added.
amending act №1670322These lawyers work in the legal area related to this article.