Article 9. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შეფუთვა და მარკირება
1. პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სამკურნალო დანიშნულების ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შეფუთვა და მარკირება, განისაზღვრება ამ კანონით და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. საქართველოში წარმოებული ფსიქოტროპული ნივთიერების, აგრეთვე საქართველოში შემოტანილი ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შეფუთვის ფორმა უნდა გამორიცხავდეს მისი მთლიანობის დაურღვევლად წამალთან შეხების შესაძლებლობას.
