Article 18. მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის (შპს და სს) საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის (შპს და სს) საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია (ქონებრივი შენატანის საწესდებო კაპიტალში შეტანის შესახებ სასამართლოს აქტი ან შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი აღნიშნულის თაობაზე, რომელსაც თან უნდა ერთოდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს) ან მისი ტერიტორიული ორგანოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი იურიდიული პირის დაფუძნებისა და საწესდებო კაპიტალში უძრავი ქონების შეტანის თაობაზე (სს-ის შემთხვევაში საერთო კრების გადაწყვეტილება აღნიშნულის თაობაზე) თანდართული დოკუმენტაციით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
