Article 27. მშენებარე და მშენებლობადამთავრებულ შენობა-ნაგებობაზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
1. მშენებარე შენობა-ნაგებობაზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) პროექტის შეთანხმების ბრძანება ან/და ბრძანებით დამტკიცებული პროექტი; ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა; გ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი; დ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; ე) თუ საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ საჯარო რეესტრიდან გაცემული იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ხოლო თუ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დაიკარგა ან დაზიანდა, ისე რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, განცხადება აღნიშნულის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღრიცხვო ბარათში შენობა-ნა-გებობაზე შეიტანება ჩანაწერი „მშენებარე“, სამომავლო საკუთრების უფლების მითითებით.
3. მშენებლობადამთავრებულ შენობა-ნაგებობაზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი; გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; დ) თუ საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ საჯარო რეესტრიდან გაცემული იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან , ხოლო თუ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დაიკარგა ან დაზიანდა, ისე რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, განცხადება აღნიშნულის თაობაზე.
