უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Closest in meaning — including in other laws
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Always up-to-date legal framework
1.რეგისტრატორი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მოახდინოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და დამატების რეგისტრაცია.
2.რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და დამატების შეტანის რეგისტრაციის საფუძვლებია: ა) მესაკუთრის შეუცვლელად მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების (ფიზიკური პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი, პირადი ნომერი; იურიდიული პირის სახელწოდება, იურიდიული მისამართი, მარეგისტრირებელი ორგანო) და სხვა ცვლილება, რაც დოკუმენტურად არის დადასტურებული; ბ) ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რომელიც დაზუსტებას იწვევს რეგისტრირებულ უფლებაში ან უფლების ობიექტში ცვლილებას ან/და დამატებას და რომელიც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით; გ) საკადასტრო აღწერის დროს მიწის ნაკვეთის ფართობის, კონფიგურაციის და საზღვრების დადგენისას დაშვებული ან დაზუსტებისას გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზები; დ) კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს აქტი.
4.რეგისტრირებულ მონაცემებში საკუთარი ინიციატივით ცვლილების ან/და დამატების შეტანამდე რეგისტრატორი ვალდებულია დაინტერესებულ მხარეებს აცნობოს შესაძლო ცვლილების ან/და დამატების შესახებ და საკუთარი წერილობითი მოსაზრებების წარსადგენად განუსაზღვროს მათ 20-დღიანი ვადა.
5.რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების ან/და დამატების შეტანა წარმოებს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.
These lawyers work in the legal area related to this article.