1.სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვს პირს, რომლის მიმართაც შედგენილია შესაბამისი .
1.სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვს პირს, რომლის მიმართაც შედგენილია შესაბამისი .
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აგრეთვე აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მშობელს/მშვილებელს – შვილის/ნაშვილების მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში საკუთარი მონაცემების ნაწილში.
3.18 წლამდე არასრულწლოვნის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია მისი მშობლის, მშვილებლის, მეურვის ან მზრუნველის განცხადების საფუძველზე.
4.სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია ამ პირის განცხადებით და მისი მზრუნველის თანხმობით.
5.გარდაცვლილი პირის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
The amendments this article has been through
The amendment clarifies who can request changes to civil records for minors (parents, guardians, etc.).
amending act №2786628Describe your situation — we'll help you find the right specialist.