საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
Article 24. ტვირთის მიტანის ადგილის (მისამართის) შეცვლა
1. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) წერილობითი განცხადების საფუძველზე რკინიგზა ცვლის ტვირთის მიტანის ადგილს (მისამართს) – ტვირთმიმღებს ან გადასაზიდად მიღებული ტვირთის დანიშნულების რკინიგზის სადგურს. მიტანის ადგილი იცვლება დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
2. პირი, რომლის განცხადების საფუძველზედაც მოხდა ტვირთის მიტანის ადგილის შეცვლა, პასუხისმგებელია თავდაპირველი ტვირთმიმღების წინაშე ამ ცვლილებით გამოწვეული შედეგებისათვის და ვალდებულია, მოაწესრიგოს ანგარიშსწორება ტვირთგამგზავნს, თავდაპირველ ტვირთმიმღებსა და ფაქტობრივ ტვირთმიმღებს შორის.
3. საბაჟო კონტროლისადმი დაქვემდებარებული ტვირთის მიტანის ადგილი იცვლება მხოლოდ შესაბამისი საბაჟო ორგანოს თანხმობით . თუ ამგვარი ტვირთის გადაზიდვა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას , ეკოლოგიურ მდგომარეობას , მატარებელთა მოძრაობასა და სახანძრო უსაფრთხოებას , აღნიშნული ტვირთის მიტანის ადგილი იცვლება საბაჟო ორგანოს თანხმობის მიუღებლად , რის შესახებაც ამ ორგანოს რკინიგზა აცნობებს . საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5947 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4926 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
