1.გამგზავნი უფლებამოსილია განკარგოს ტვირთი, მოითხოვოს გადაზიდვის შეწყვეტა; მას ასევე შეუძლია მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა არ შეცვალოს მიწოდების ადგილი ან ტვირთი, არ მისცეს იგი სხვა პირს, გარდა იმისა, რომელიც ზედნადებშია აღნიშნული.
2.ეს უფლება ქარწყლდება მაშინვე, როცა ზედნადების მეორე პირი გადაეცემა ტვირთის მიმღებს, ან იგი გამოიყენებს თავის უფლებას 681-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით . ამ მომენტიდან გადამზიდველმა უნდა შეასრულოს მიმღების მითითებები.
