Article 71^1. მგზავრის შესახებ მონაცემების მიწოდების ვალდებულება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საჰაერო გადამზიდველი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს მიაწოდოს მგზავრის შესახებ წინასწარი მონაცემები და მგზავრის სახელის შესახებ ჩანაწერის მონაცემები. აღნიშნული მონაცემების ნუსხა, მათი მიწოდების, დამუშავების, შენახვის, გაცემის, დეპერსონალიზაციისა და განადგურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1678 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. თავი XI. საავიაციო სამუშაოები მუხლი 72. სპეციალიზებული ექსპლუატაცია (საავიაციო სამუშაოები) და მისი (მათი) განხორციელების წესი 1. სპეციალიზებული ექსპლუატაცია (საავიაციო სამუშაოები) შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის პირადი მიზნებისთვის, ისე დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, კომერციული მიზნით.
2. სპეციალიზებულ ექსპლუატაციას (საავიაციო სამუშაოებს) საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ახორციელებს დეკლარაციის ან ავტორიზაციის საფუძველზე, ხოლო სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი − შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
3. სპეციალიზებული ავიაციის (საავიაციო სამუშაოების) მიმართ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს სააგენტო.
4. თუ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილია პირობები, რომლებითაც გარკვეულ ტერიტორიაზე ეკოლოგიის ან ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის დაწესებული განსაკუთრებული რეჟიმის გამო იზღუდება ან იკრძალება სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელება, სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების ამ ორგანოებთან შეთანხმების ვალდებულება საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს ეკისრება. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3269 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საჰაერო კოდექსი
