„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 18. სხვა იურიდიული პირების საპენსიო სქემები, რომელთა მეანაბრედ ითვლება დამსაქმებელი
1. დამსაქმებელს, რომელიც არ არის საპენსიო სქემის დამფუძნებელი დამსაქმებელთა გაერთიანების წევრი, უფლება აქვს როგორც საპენსიო სქემის მეანაბრემ დადოს ხელშეკრულება დამფუძნებელთან თავისი მუშაკების სასარგებლოდ. ხელშეკრულების დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამსაქმებლის მმართველი ორგანო.
2. ხელშეკრულება არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ შეიძლება თან ერთვოდეს კოლექტიურ ხელშეკრულებას, თუ ასეთი არსებობს.
3. სხვა იურიდიული პირების მიერ დაფუძნებულ საპენსიო სქემებზე, სადაც მეანაბრე არის დამსაქმებელი, ვრცელდება ამ თავის მოთხოვნები. თავი V ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვა იურიდიული პირების საპენსიო სქემები
