„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 16. დამსაქმებელთა გაერთიანების საპენსიო სქემა
1. დამსაქმებელთა გაერთიანება (ასოციაცია, კავშირი) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა, თუ საპენსიო სქემით დადგენილი წესები შეთანხმებულია პროფესიულ კავშირებთან.
2. დამსაქმებელთა გაერთიანების მიერ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განხორციელების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.
3. დამსაქმებელთა გაერთიანებების საპენსიო სქემების საქმიანობის კონტროლის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრებიც მოვალეობას ასრულებენ გასამრჯელოს გარეშე. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარს მონაწილეთა წარმომადგენლები უნდა შეადგენდნენ.
4. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს მონაწილეთა ინტერესების დასაცავად თავისი წევრებიდან ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე ნდობით აღჭურვილი პირი. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1813 - სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.155 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4325 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.440 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.174
