„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 21. სხვა იურიდიული პირების საპენსიო სქემები
1. იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც ამ კანონის მე-20 მუხლით არ არის განსაზღვრული, უფლება აქვთ განახორციელონ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნულ ბანკში მათი რეგისტრაციის საფუძველზე. რეგისტრაციის წესსა და სავალდებულო მინიმალური კაპიტალის ოდენობას ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.
2. საპენსიო სქემის დამფუძნებელი, რომელიც არ არის სადაზღვევო ორგანიზაცია, ვალდებულია: ა) თავისი საქმიანობა განახორციელოს ამ კანონის შესაბამისად; ბ) საპენსიო დანაგროვის ინვესტირება განახორციელოს აქტივების მმართველი კომპანიის მეშვეობით და საპენსიო დანაგროვი შესანახად გადასცეს სპეციალიზებულ დეპოზიტარს; გ) შექმნას ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამეთვალყურეო საბჭო. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.174 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2833 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.107 მუხლი 22. საპენსიო სქემის რეგისტრაცია 1. საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
2. საპენსიო სქემების რეგისტრაციას ახორციელებს და საპენსიო სქემების რეესტრს აწარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკი. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1813 - სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.155 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4325 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.440 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.174
