1.კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონა ( შემდგომ ამ მუხლში − ბუნების მკაცრი დაცვის ზონა ) „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ეწყობა ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების , არამანიპულაციური სა მეცნიერო კვლევისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის .
2.ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ : ა ) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა ; ბ ) საგანმანათლებლო საქმიანობა ; გ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის პერსონალის ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; დ ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება ; ე ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება ; ვ ) ბუნების მკაცრი დაცვის ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება ( ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფიზიკური დაცვა ) ; ზ ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება ; თ ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება ამ კანონის მე -16 მუხლით განსაზღვრული წესით დადგენილ საზღვრებში .
