1.კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვის ზონა ( შემდგომ ამ მუხლში − ბუნების მართვადი დაცვის ზონა ) „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ეწყობა გარემოს დაცვის , მოვლა - პატრონობისა და აღდგენის , აგრეთვე მანიპულაციური სა მეცნიერო კვლევის , ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის .
2.ბუნების მართვადი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ : ა ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევები ; ბ ) საგანმანათლებლო საქმიანობა ; გ ) ეკოტურიზმი ; დ ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება ; ე) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; ვ ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება ; ზ ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება ; თ ) ბუნების მართვადი დაცვის ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება ( ბუნების მართვადი დაცვის ზონის ფიზიკური დაცვა ) ; ი ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება ; კ ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება ამ კანონის მე -16 მუხლით განსაზღვრული წესით დადგენილ საზღვრებში .
