არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ
არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დასაშვებია გარემოსა და ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა, მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარება, ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაცია და აღდგენა, რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ შემთხვევებში ბუნებრივი რესურსების გამოყენება, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განხორციელება, მათ შორის, მხოლოდ არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ფიქლის ქვით) სარგებლობა, ტურიზმისა და არაგვის დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში არაუმეტეს 6 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ტურიზმისა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის, არაგვის დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შეუცვლელად, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, დაშვებული სხვა საქმიანობების განხორციელება.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.