კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ტრადიციული გამოყენების ზონის ძირითადი მიზანია განახლებადი ბუნებრივი რესურსების კონტროლირებადი და მდგრადი გამოყენება ეკოსისტემების დაცვისა და მონიტორინგის აუცილებელი განხორციელებით .
3.ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია მხოლოდ : ა ) ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებისა და ბუნებრივი პროდუქტიულობის გათვალისწინებით ლიმიტირებული ძოვება , თიბვა , თევზჭერა და საშეშე მერქნის დამზადება ; ბ ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევები ; გ ) საგანმანათლებლო საქმიანობა ; დ) ეკოტურიზმი, მათ შორის, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა; ე ) ვიზიტორთა გადაადგილება განსაზღვრული წესით დადგენილ საზღვრებში ( ქვეითად , ცხენით , ნიჩბიანი ან ელექტროძრავიანი ნავით ) ; ვ ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება ; ზ ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება ; თ ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება ; ი) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით ავტომოტო-, საჰაერო და სანაოსნო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება; კ ) ტრადიციული გამოყენების ზონის ფიზიკური დაცვის მიზნით აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.
4.ტრადიციული გამოყენების ზონის ზუსტი მდებარეობა , ფართობი და საზღვრები „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სა მენეჯმენტო გეგმის მიხედვით . საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1878 - სსმ I, №41, 19.07.2005 წ., მუხ.296 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4226 - სსმ №2, 04.01.2007 წ., მუხ.31 საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5128 - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6752 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.