1.თუ წარმოიშობა შემკითხველი მხარის სასამართლო ორგანოს წინაშე მოწმის ან ექსპერტის გამოცხადების აუცილებლობა, მოთხოვნაში უნდა მიეთითოს მათთვის უწყების ჩაბარების შესახებ.
1.თუ წარმოიშობა შემკითხველი მხარის სასამართლო ორგანოს წინაშე მოწმის ან ექსპერტის გამოცხადების აუცილებლობა, მოთხოვნაში უნდა მიეთითოს მათთვის უწყების ჩაბარების შესახებ.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ამ მუხლის I პუნქტის შესაბამისად გაკეთებული მოთხოვნა არ უნდა შეიცავდეს სანქციას გამოუცხადებლობის შემთხვევაში.
3.მოწმის ან ექსპერტის სამგზავრო, საცხოვრებელ და ექსპერტიზისათვის აუცილებელ ხარჯებს გაიღებს შემკითხველი მხარე.
4.შემკითხველი მხარის სასამართლო ორგანოს წინაშე ნებაყოფლობით გამოცხადებულ მოწმეს ან ექსპერტს, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, არ შეიძლება დაედოს ბრალი, აყვანილ იქნეს პატიმრობაში, დაედოს მსჯავრი ან სხვაგვარად შეეზღუდოს პირადი თავისუფლება ამ ტერიტორიაზე ისეთი სამართალდარღვევისათვის, რომელიც ჩადენილია მის მიერ ამ მხარის საზღვრის გადალახვამდე.
5.მოწმე ან ექსპერტი არ სარგებლობს ამ იმუნიტეტით, თუ იგი 15 დღის განმავლობაში შეტყობინებიდან, რომ მისი დასწრება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს, არ დატოვებს ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიას. ამ ვადაში ჩაითვლება პერიოდი, რომლის განმავლობაში მოწმეს ან ექსპერტს მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არ შეეძლო ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიის დატოვება.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.