სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.მოწმის, ექსპერტის ან სპეციალისტის საერთაშორისო სასამართლოში გამოძახების უწყებას თან უნდა ერთვოდეს საერთაშორისო სასამართლოს „პროცედურისა და მტკიცების წესები“, რაც პირს უნდა ჩაბარდეს მისთვის გასაგებ ენაზე. საერთაშორისო სასამართლოში გამოცხადებულ მოწმეს, ექსპერტს ან სპეციალისტს სასამართლომ უნდა მისცეს გარანტია, რომ ის არ იქნება საერთაშორისო სასამართლოს მიერ სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი, დაპატიმრებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული იმ ქმედების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა მის საერთაშორისო სასამართლოში გამოცხადებამდე.
2.გამოძახებული პირი ვალდებული არ არის, გამოცხადდეს საერთაშორისო სასამართლოში, თუ მისი გადაადგილების ხარჯების ანაზღაურება არ იქნება უზრუნველყოფილი საერთაშორისო სასამართლოს მიერ.
3.საერთაშორისო სასამართლოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული თხოვნის წარდგენის შემთხვევაში, საერთაშორისო სასამართლოს მიერ უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს სათანადო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, მოწმის, ექსპერტის ან სპეციალისტის თავისუფალი გადაადგილების ხარჯების ანაზღაურება უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო სასამართლოს მიერ.
These lawyers work in the legal area related to this article.