კანონი „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“
Article 6. სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მიღების და დამატებითი სალიცენზიო პირობები
1. ლიცენზიის მაძიებელმა სამედიცინო საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად სამინისტროს, ხოლო ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად წამლის სააგენტოს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) სამედიცინო საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად: ა.ა) ინფორმაცია ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალისტების პროფესიული მომზადების შესახებ (სახელმწიფო სერტიფიკატის დამოწმებული ასლის წარმოდგენით) (დანართი); ა.ბ) სამედიცინო დაწესებულების პასპორტი; ა.გ) ჰიგიენური სერტიფიკატი; ბ) ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად: ბ.ა) ინფორმაცია ლიცენზირებადი ფარმაცევტული საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალისტების პროფესიული მომზადების შესახებ (სახელმწიფო სერტიფიკატის დამოწმებული ასლის წარმოდგენით) (დანართი); ბ.ბ) ფარმაცევტული დაწესებულების პასპორტი; ბ.გ) ჰიგიენური სერტიფიკატი; ბ.დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის შემთხვევაში ფარმაცევტის (ფარმაცევტების) დანიშვნის ბრძანება, ცნობები მისი (მათი) ნასამართლობისა და ნარკოლოგიურ დაწესებულებაში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ; გ) განაცხადი ხარისხის გარე კონტროლის სისტემაში მონაწილეობაზე.
2. სამკურნალო საშუალებების წარმოებისა და რეალიზაციის ლიცენზიის მისაღებად დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს იმ პრეპარატების ჩამონათვალი, რომელთა წარმოების უფლებასაც ითხოვს ლიცენზიის მაძიებელი.
3. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო სტანდარტები, ნორმები და დადგენილი წესით წარუდგინოს სამედიცინო სტატისტიკური მონაცემები ლიცენზიის გამცემს. საქართველოს 200 3 წლის 18 ივლისის კანონი № 2531 - რ ს - სსმ I, № 22 , 08 .
08 .200 3 წ ., მუხ . 163 საქართველოს 200 5 წლის 3 ივნისის კანონი № 1582 - I ს - სსმ I, № 31 , 27 .
06 .200 5 წ ., მუხ . 195
