ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ
ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ
Always up-to-date legal framework
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სამინისტროს ფუნქციებია: ა) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სტრატეგიისა და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მართვა; ბ) ნიადაგების გამოკვლევის, კონსერვაციისა და გაუმჯობესების, აგრეთვე მათი ნაყოფიერების დონის განსაზღვრისა და ამაღლების და საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების წარმოების ორგანიზება, შესაბამისი მონიტორინგი და მიწათსარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა; გ) ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა (აგროქიმიკატების) გამოცდა, რეგისტრაცია და კატალოგის პერიოდულად შედგენა, აგრეთვე სათანადო მონიტორინგი და აგროქიმიკატების ხარისხობრივი მაჩვენებლების შემოწმება; დ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ ნორმატიული აქტების შემუშავება, მეცნიერულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, რეკომენდაციების მიღება, რეგლამენტების შემუშავება და დამტკიცება; ე) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო სამუშაოების კოორდინაცია; ვ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების მდგომარეობის, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისა და დაფინანსების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროქიმიური მომსახურების, ნიადაგების ნაყოფიერების დამადასტურებელი ცნობების გაცემისა და მონიტორინგის მდგომარეობის შესახებ მოხსენების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა 2 წელიწადში ერთხელ; ზ) მლაშობი, ბიცობი, მჟავე, ეროზირებული, მელიორირებული, დაზიანებული, ძლიერდაქვიანებული, განმეორებით დაჭაობებული და სხვა დაბალნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ინვენტარიზაცია და სათანადო მონიტორინგი, აგრეთვე მიწის კადასტრის ერთიან სისტემაში ნიადაგის ხარისხობრივ და ეკონომიკური შეფასების მონაცემთა შემუშავება. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1693 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 12. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა - გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობა ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) შეამოწმოს ნიადაგების ნაყოფიერების მდგომარეობა, ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა შემოტანის წესების დაცვა, მათი გამოყენების რეგლამენტები და აგროწესები, აგრეთვე ნიადაგებზე აგროტექნიკური, აგროქიმიური, აგროსატყეო, ირიგაციული, ფიტოსანიტარიული, სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებების განხორციელების ვითარება და საქართველოს ნორმატიული აქტების სხვა მოთხოვნათა დაცვა; ბ) შეამოწმოს ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებათა გატარების მდგომარეობა და ეფექტიანობა; გ) შეამოწმოს ნიადაგების რადიონუკლიდებით, მძიმე მეტალებითა და ტოქსიკური ელემენტებით, ენტომოლოგიური, ჰელმინთოლოგიური, ბაქტერიული და ვირუსული დაბინძურება და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ეფექტიანობა; დ) მიწათმოქმედებისაგან მოითხოვოს აგროქიმიური, აგროსატყეო, მელიორაციული, მცენარეთა დაცვის და სხვა ღონისძიებების შეზღუდვა ან შეწყვეტა, თუ ისინი ზიანს აყენებენ გარემოს ან სხვის გამგებლობაში არსებულ მიწებს. საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4409 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №493 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1693 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად. სამინისტროს ფუნქციებია: ა) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სტრატეგიისა და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მართვა; ბ) ნიადაგების გამოკვლევის, კონსერვაციისა და გაუმჯობესების, აგრეთვე მათი ნაყოფიერების დონის განსაზღვრისა და ამაღლების და საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების წარმოების ორგანიზება, შესაბამისი მონიტორინგი და მიწათსარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა; გ) ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა (აგროქიმიკატების) გამოცდა, რეგისტრაცია და კატალოგის პერიოდულად შედგენა, ასევე სათანადო მონიტორინგი და აგროქიმიკატების ხარისხობრივი მაჩვენებლების შემოწმება; დ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ ნორმატიული აქტების შემუშავება, მეცნიერულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, რეკომენდაციების მიღება, რეგლამენტების შემუშავება-დამტკიცება; ე) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო სამუშაოების კოორდინაცია; ვ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების მდგომარეობის, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისა და დაფინანსების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროქიმიური მომსახურების, ნიადაგების ნაყოფიერების დამადასტურებელი ცნობების გაცემისა და მონიტორინგის მდგომარეობის შესახებ მოხსენების მომზადება და მთავრობისთვის წარდგენა ორ წელიწადში ერთხელ; ზ) მლაშობი, ბიცობი, მჟავე, ეროზირებული, მელიორირებული, დაზიანებული, ძლიერდაქვიანებული, განმეორებით დაჭაობებული და სხვა დაბალნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ინვენტარიზაცია და სათანადო მონიტორინგი, ასევე მიწის კადასტრის ერთიან სისტემაში ნიადაგის ხარისხობრივ და ეკონომიკური შეფასების მონაცემთა შემუშავება. მუხლი 12. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა - გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობა ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა - გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო , რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს : ა ) შეამოწმოს ნიადაგების ნაყოფიერების მდგომარეობა , ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა შემოტანის წესების დაცვა , მათი გამოყენების რეგლამენტები და აგროწესები , ასევე ნიადაგებზე აგროტექნიკური , აგროქიმიური , აგროსატყეო , ირიგაციული , ფიტოსანიტარიული , სანიტარიულ - ჰიგიენური ღონისძიებების განხორციელების ვითარება და საქართველოს ნორმატიული აქტების სხვა მოთხოვნათა დაცვა ; ბ ) შეამოწმოს ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებათა გატარების მდგომარეობა და ეფექტიანობა ; გ)გ ) შეამოწმოს ნიადაგების რადიონუკლიდებით , მძიმე მეტალებითა და ტოქსიკური ელემენტებით , ენტომოლოგიური , ჰელმინთოლოგიური , ბაქტერიული და ვირუსული დაბინძურება და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ეფექტიანობა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ; [გ) შეამოწმოს ნიადაგების რადიონუკლიდებით, მძიმე მეტალებითა და ტოქსიკური ელემენტებით, ენტომოლოგიური, ჰელმინთოლოგიური, ბაქტერიული და ვირუსული დაბინძურება და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ეფექტიანობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით; (ამოქმედდეს 2013 წლის 14 მა ისიდან)] დ ) მიწათმოქმედებისაგან მოითხოვოს აგროქიმიური , აგროსატყეო , მელიორაციული , მცენარეთა დაცვის და სხვა ღონისძიებების შეზღუდვა ან შეწყვეტა , თუ ისინი ზიანს აყენებ ენ გარემოს ან სხვის გამგებლობაში არსებულ მიწებს . საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4409 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №493 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.