ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად იკრძალება: ა) საძოვრების ნიადაგების რღვევა-დაზიანება და ნაყოფიერების დაცემა ნახირისა და ფარის უწესრიგო ძოვებით; ბ) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების გაკაფვა, ნიადაგდამცავ ნაგებობათა დაზიანება; გ) იმ სასუქების, მელიორანტების, აგრომადნეულების, პესტიციდებისა და ნიადაგების ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ყველა სხვა საშუალების ქვეყანაში შემოტანა და გამოყენება, რომელიც არ არის ნებადართული, რეგისტრირებული და გამოცდილი საქართველოში, ასევე მათი გამოყენება ხარისხობრივი მაჩვენებლების შეუმოწმებლად, რეკომენდაციების გარეშე და რეგლამენტების დარღვევით; დ) ნიადაგ ების დაბინძურება რადიონუკლიდებით, მძიმე მეტალებით, ტოქსიკური ელემენტებითა და სხვა ნივთიერებებით; ე) მელიორირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ჩამოწერა, სარწყავი მიწების ურწყავთა კატეგორიაში გადაყვანა და მათი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფა მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე; ვ) ირიგაციის, დრენაჟის, ნაპირგამაგრებების, აგრეთვე ეროზიის, ღვარცოფისა და მეწყერსაწინააღმდეგო და სხვა ნაგებობათა ჩამოწერა მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე; ზ) ყოველგვარი მოქმ ედება, რომელიც გააუარესებს ნიადაგების თვისებებს, შექმნის გაუდაბნოების, დაჭაობების, დამლაშების, გაბიცობების, გამჟავიანებისა და სხვა უარყოფითი პროცესების დაწყების პირობებს. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6933 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №972 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. თავი IV. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებათა განხორციელების ობიექტები
ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ
