ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად იზღუდება: ა) ეროზიული პროცესებისაგან ნიადაგების დასაცავად აგროწესების დარღვევით 15 გრადუსზე მეტი დახრილობის ფერდობების სახნავად ათვისება და ნიადაგების დამუშავება ფერდობების დახრილობის გასწვრივ; ბ) ფერდობების დატერასება ნიადაგების წინასწარი შერჩევისა და სათანადო დაპროექტების გარეშე; გ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავების წესებისა და რწყვის რეჟიმის დარღვევა; დ) ნიადაგების ნაყოფიერი ფენის მოხსნა შესაბამისი საპროექტო ორგანიზაციის ნებართვის გარეშე; ე) ნაყოფიერებადაცემული და დეგრადირებული ნიადაგების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან ამოღება მათი სრულყოფილი გამოკვლევისა და შესაბამისი რეაბილიტაციის პროგრამის შემუშავების გარეშე.
ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ
Article 7. შეზღუდვები
Consolidation №10 Verified against the current consolidation · 30 Jun 2023
