Article 31. ნიადაგის დაცვა წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიისაგან და დაჭაობებისაგან
Consolidation №6 Verified against the current consolidation · 21 Dec 1987
აგროტექნიკური და ტყის საექსპლუატაციო სამუშაოების, საგზაო, ჰიდროტექნიკური და სხვა სახის მშენებლობის განხორციელებისას აკრძალულია ისეთი ხერხებისა და მეთოდების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობენ ნიადაგის წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიის, დაჭაობების და ნიადაგის ნაყოფიერების შემამცირებელი სხვა პროცესების განვითარებას.
