Article 13. იარაღის რეესტრი
1. იარაღის რეესტრი არის ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის სახის, ტიპის, მოდელის, ძირითადი მახასიათებლების, იარაღის მესაკუთრის, იარაღით მოსარგებლისა და სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ ინფორმაცია, რომელიც რეგისტრირდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
2. იარაღის რეესტრს აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
3. ( ამოღებულია - 12.06.2015, №3702) . საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
