1.
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
3.სააგენტოს უფლება აქვს, შეაგროვოს, დაამუშაოს, შეინახოს და გასცეს ყველა ის მონაცემი, რომელიც საჭიროა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად. 3 1 . სააგენტო უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის მიზნებისათვის (მათ შორის, დაინტერესებული პირის შეფასების მიზნით) განახორციელოს პრაქტიკული გამოცდის როგორც პირველი, ისე მეორე ეტაპის აუდიო- და ვიდეომონიტორინგი და ჩაწერა. სააგენტო ვალდებულია აღნიშნული აუდიო- და ვიდეომონიტორინგის განხორციელების თაობაზე მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების მიზნით შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი თვალსაჩინო ადგილზე განათავსოს. 3 2 . ამ მუხლის 3 1 პუნქტის შესაბამისად დაარქივებულ აუდიო- და ვიდეომასალას დაინტერესებული პირი ეცნობა სააგენტოში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ხოლო აღნიშნული მასალის ან მისი ასლის დაინტერესებული პირისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 3 3 . საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით შესაძლებელია განისაზღვროს მომსახურების გაწევის თაობაზე დაინტერესებული პირის განცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული შინაარსი.
4.დაუშვებელია სააგენტოს მიერ ისეთი პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და გაცემა, რომლებიც დაკავშირებულია პირის რელიგიურ, სექსუალურ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ან მსოფლმხედველობრივ შეხედულებებთან.
5.სააგენტო უფლებამოსილია დაამოწმოს თავის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების, ასევე თავისთან დაცული სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტების ასლები, თუ დოკუმენტის დედნისა და ასლის შინაარსი ერთმანეთს შეესაბამება. სააგენტოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის ასლს აქვს ოფიციალური ძალა და ადასტურებს დედანთან იდენტურობას.
6.სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ელექტრონული, ვიდეო-, აუდიო- ან/და მატერიალური სასწავლო (შემსწავლელი) ან საგანმანათლებლო ლიტერატურის (ან სხვა სახის გამოცემის) შექმნა, გავრცელება (მათ შორის, სპეციალურ ვებგვერდზე განთავსებით) ან/და რეალიზაცია.
7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სასწავლო (შემსწავლელი) ან საგანმანათლებლო ლიტერატურის (ან სხვა სახის გამოცემის) სარეალიზაციო ფასს განსაზღვრავს სააგენტო (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
8.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჰ 7 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი (ატვირთული) უცხოურ ენაზე შედგენილი ელექტრონული დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნა; ამასთანავე, ასეთი ნათარგმნი დოკუმენტის სააგენტოს მიერ წარმოებაში მისაღებად სავალდებულო არ არის მისი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმება. [ 9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჰ 10 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს უცხოელის მიერ სააგენტოსთვის ან სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი (ატვირთული), უცხოურ ენაზე შედგენილი განცხადების ან/და ელექტრონული დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნა. ამასთანავე, ასეთი ნათარგმნი განცხადების/დოკუმენტის სააგენტოს მიერ წარმოებაში მისაღებად მისი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმება სავალდებულო არ არის. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.410 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1543 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.126 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010 წ., მუხ.229 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5959 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6503 – ვებგვერდი, 02.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3703 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5024 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1196 - ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5766 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1012 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3880 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №113 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №166 - ვებგვერდი, 30.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №451 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1270 - ვებგვერდი, 24.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1810 - ვებგვერდი, 29.06.2026წ. მუხლი 4 1 . სააგენტოს მიერ მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის გამოყენების უფლება სააგენტოს ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს/გამოსცეს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.270 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511 საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №661 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
1. სააგენტოს ფუნქციებია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იარაღის რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია და იარაღის ჩამოწერა; ბ) იარაღის ძირითადი ელემენტებისა და იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტების რეგისტრაცია და ხელახალი რეგისტრაცია; გ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა, იარაღის ბალისტიკური შემოწმება და იარაღის რეესტრის წარმოება; დ) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა; ე) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა; ე 1 ) ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა; ვ) იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა; ზ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ 1 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირების საკუთრებაში არსებული იარაღისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისთვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა; თ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ 1 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა; ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ„გ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, აგრეთვე ამ პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღის რეგისტრაცია; ი 1 ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ 2 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღის რეგისტრაცია; კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაცია, რომლიდან სროლაც დასაშვებია დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის შესაბამისად; კ 1 ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) კუთვნილი სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაცია; ლ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია; მ) ფიზიკურ პირზე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარების უფლებით რეგისტრაცია; ნ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; ო) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; ო 1პ) )შესაბამისი უცხოპროფილის ქვეყნისსპორტული მოქალაქისდაწესებულების მიერ საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; ოსაზღვარგარეთ 2სპორტულ )ღონისძიებაში უცხომონაწილეობისათვის ქვეყნისსპორტული მოქალაქისან მიერსანადირო სასიგნალოცეცხლსასროლი იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა დადროებით საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; პ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 15 4გატანისა და 15 5 პუნქტებითსაქართველოში გათვალისწინებულიშემოტანის ნებართვებისნებართვის გაცემა; ჟ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; რ) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; რ 1 ) საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; ს) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა; ს 1 ) სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა; ტ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობისა და იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა; ტ 1 ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სამოქალაქო თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და გაზის (აირის) იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისთვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით გამოცდის ჩატარება; უ) დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − შემოსავლების სამსახურისთვის (შემდგომ − შემოსავლების სამსახური) მიწოდება; ფ) სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების რეგისტრაცია და აღრიცხვიდან მოხსნა, რეგისტრაციის მოწმობის, რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის/ნიშნების), ტექნიკური ტალონის, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნის (ტრანზიტული ნომერი, შიდა ტრანზიტი, „TEST“ ნომერი, აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, დროებითი მოწმობა და ა. შ.) დამზადება/გაცემა; ქ) სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; ღ) სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება, საექსპერტო შემოწმების შედეგად შესაბამისი აქტის შედგენა; ყ) სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება, დათვალიერების აქტის შედგენა; შ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა, საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება/გაცემა, სააღრიცხვო ნომრის მინიჭება; ჩ) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა; ც) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა; ძ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღის, სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა; წ) სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან/და გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება, აგრეთვე გირავნობის მოწმობის გაცემა, ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია; წ 1 ) ლიზინგის რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან/და ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმება; წ 2 ) ლიზინგის მოწმობის გაცემა; ჭ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა, მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა ან/და აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება; ხ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება, შეჩერება ან შეწყვეტა (გაუქმება), შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა; ჯ) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის დამზადება/გაცემა; ჯ 1 ) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა; ჰ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; ჰ 1 ) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა; ჰ 2 ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა; ჰ 3 ) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა; ჰ 4 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა; ჰ 5 ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; ჰ 6 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია, აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის უცხოურ ენაზე თარგმნა. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესს და დოკუმენტის ლეგალიზაციის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა; ჰ 7 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე; ჰ 8 ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ელექტრონული, ვიდეო-, აუდიო- ან/და მატერიალური სასწავლო (შემსწავლელი) ან საგანმანათლებლო ლიტერატურის (ან სხვა სახის გამოცემის) შექმნა, გავრცელება (მათ შორის, სპეციალურ ვებგვერდზე განთავსებით) ან/და რეალიზაცია; ჰ 9 ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა; ჰ 10 ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მომსახურების და დაჩქარებული მომსახურების გაწევა და სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. სააგენტოს მიზანია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება, მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სფეროს კონტროლი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მომსახურების გაუმჯობესება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარების ხელშეწყობა. 3. სააგენტოს უფლება აქვს, შეაგროვოს, დაამუშაოს, შეინახოს და გასცეს ყველა ის მონაცემი, რომელიც საჭიროა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად. 3 1 . სააგენტო უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის მიზნებისათვის (მათ შორის, დაინტერესებული პირის შეფასების მიზნით) განახორციელოს პრაქტიკული გამოცდის როგორც პირველი, ისე მეორე ეტაპის აუდიო- და ვიდეომონიტორინგი და ჩაწერა. სააგენტო ვალდებულია აღნიშნული აუდიო- და ვიდეომონიტორინგის განხორციელების თაობაზე მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების მიზნით შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი თვალსაჩინო ადგილზე განათავსოს. 3 2 . ამ მუხლის 3 1 პუნქტის შესაბამისად დაარქივებულ აუდიო- და ვიდეომასალას დაინტერესებული პირი ეცნობა სააგენტოში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ხოლო აღნიშნული მასალის ან მისი ასლის დაინტერესებული პირისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 3 3 . საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით შესაძლებელია განისაზღვროს მომსახურების გაწევის თაობაზე დაინტერესებული პირის განცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული შინაარსი. 4. დაუშვებელია სააგენტოს მიერ ისეთი პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და გაცემა, რომლებიც დაკავშირებულია პირის რელიგიურ, სექსუალურ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ან მსოფლმხედველობრივ შეხედულებებთან. 5. სააგენტო უფლებამოსილია დაამოწმოს თავის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების, ასევე თავისთან დაცული სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტების ასლები, თუ დოკუმენტის დედნისა და ასლის შინაარსი ერთმანეთს შეესაბამება. სააგენტოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის ასლს აქვს ოფიციალური ძალა და ადასტურებს დედანთან იდენტურობას. 6. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ელექტრონული, ვიდეო-, აუდიო- ან/და მატერიალური სასწავლო (შემსწავლელი) ან საგანმანათლებლო ლიტერატურის (ან სხვა სახის გამოცემის) შექმნა, გავრცელება (მათ შორის, სპეციალურ ვებგვერდზე განთავსებით) ან/და რეალიზაცია. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სასწავლო (შემსწავლელი) ან საგანმანათლებლო ლიტერატურის (ან სხვა სახის გამოცემის) სარეალიზაციო ფასს განსაზღვრავს სააგენტო (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჰ 7 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი (ატვირთული) უცხოურ ენაზე შედგენილი ელექტრონული დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნა; ამასთანავე, ასეთი ნათარგმნი დოკუმენტის სააგენტოს მიერ წარმოებაში მისაღებად სავალდებულო არ არის მისი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმება. საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.410 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1543 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.126 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010 წ., მუხ.229 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5959 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6503 – ვებგვერდი, 02.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3703 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5024 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1196 - ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5766 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1012 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3880 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №113 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №166 - ვებგვერდი, 30.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №451 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. მუხლი 4 1 . სააგენტოს მიერ მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის გამოყენების უფლება სააგენტოს ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს/გამოსცეს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.270 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511 საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №661 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
—
—
Functions of the agency expanded to include lease registration and issuance of lease certificates.
—
—
Expanded list of agency functions now includes issuing temporary firearms permits, conducting ballistic examinations, maintaining a firearms registry, and granting licenses for certain types of firearms.
—
—
—
The functions of the Agency are redefined to align with the expanded service definitions in Article 3, specifically detailing permit issuance and registration for different firearm categories.
—
—
—