1.უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირის მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე მიღება; ბ) პირის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ქმედების განხორციელება; გ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენა; დ ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნება.
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ
