შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Article 37. გარდამავალი დებულებანი
2010 წლის 1 მარტამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება; ბ) შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადებისა და გაცემის წესების დამტკიცება; გ) მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვის წესის დამტკიცება; დ) გასაშვილებელ ბავშვთა აღრიცხვის წესის დამტკიცება; ე) დაავადებათა სიის დამტკიცება, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის აყვანის, ხოლო აღმზრდელს – ბავშვის მინდობით აღზრდის უფლება; ვ) ამ კანონით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სხვა, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მათი გამოცემა.
