Article 17. გარდამავალი დებულებები
1. 2015 წლის 1 ნოემბრამდე: ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-9 მუხლის „ბ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტის შემუშავება და დამტკიცება; ბ) საქართველოს მთავრობამ შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე შრომითი იმიგრაციის პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობის შეფასების მიზნით დაამტკიცოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი; გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავება და გამოცემა; დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავება და გამოცემა. 1 1 . 2023 წლის 1 სექტემბრამდე: ა) საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით, ამ კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად უზრუნველყოს: ა.ა) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცება; ა.ბ) სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის მიერ შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესის დამტკიცება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება აგრეთვე პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხი; ბ) საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 1 2 . ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია 2023 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია მასთან 2023 წლის 1 სექტემბრამდე დასაქმებული შრომითი იმიგრანტის შესახებ.
