შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Article 15. მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვა
1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლებსაც სურთ ბავშვი ს შვილად აყვან ა , მ ინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადს წარუდგენენ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს, რომელიც იწყებს მშვილებელი ოჯახის/პირის შეფასებას.
2. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ შეთავაზებულ ბავშვზე მშვილებლის თანხმობისას მშვილებელი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) მეუღლის თანხმობა, თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს; ბ) საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა) ასლი; გ) ქორწინების მოწმობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი; დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა; ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა; ვ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.
3. უცხო ქვეყნის მოქალაქე ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ განაცხადს და დოკუმენტებს, ასევე მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩატარებულ კვლევას ოჯახის თაობაზე წარუდგენს სააგენტოს.
4. ბავშვის შეთავაზებიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა მშვილებელი ოჯახი/პირი იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის აყვანის შესახებ. აღნიშნული ვადის გადაცილება ჩაითვლება შეთავაზებული ბავშვის აყვანაზე უარის თქმად.
