ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გადაუდებელი მინდობით აღზრდა – ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიერ დადგენილი წესით , რა დროსაც არ ხდება და თავსებადობის შეფასება; ბ) – 18 წლამდე პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აღრიცხულია გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრში; გ) (შემდგომში – რეესტრი) – სისტემა, რომელიც მოიცავს გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა შესახებ მონაცემების ერთობლიობას; დ) – მიმღები ოჯახის წევრი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოვლისა და აღზრდისათვის გადაეცა ბავშვი; ე) − 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად სასამართლოს მიერ აღიარებულია მიტოვებულად და რომლის მშობელს (მშობლებს) ამ ბავშვის მიმართ ჩამორთმეული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება-მოვალეობები; ვ) მიმღები ოჯახი – დედობილის/მამობილის ოჯახი, რომელსაც მინდობით აღსაზრდელად გადაეცა ბავშვი ან 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირი; ზ) მინდობით აღზრდა – სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახის მიერ ბავშვის ან 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირის მოვლა და აღზრდა; თ) მინდობით აღსაზრდელი – სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახისათვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ბავშვი ან 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირი; ი) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; კ) – 18 წლამდე ასაკის უცნობი პირი მისი აღმოჩენის მომენტიდან ვინაობის დადგენამდე; ლ) – ბავშვი, რომელსაც არ ჰყავს არც ერთი მშობელი; მ) – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების დაცვა და მისი მშობელთა მზრუნველობას მოკლებულად ცნობისათვის თავის არიდება; ნ) – სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული პირის ბიოლოგიურ ოჯახში ან მეურვესთან/მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნება; ო) – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში შემავალი სამსახური, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეული – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე; პ) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ჟ) – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი; რ) – კანონით დადგენილი წესით მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოშობილი ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის ; ს) – პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტ ის, დაბადების მოწმობის ან დაბადების სამოქალაქო აქტ ის ჩანაწერის მოპოვება; ტ) – პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის , დაბადების მოწმობის ან დაბადების სამოქალაქო აქტ ის ჩანაწერის მოპოვება . საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3717 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ



