Article 37^2. სუბსპეციალობის მოწმობა
Consolidation №33 Verified against the current consolidation · 9 Dec 2025
1. სუბსპეციალობის მოწმობა არის სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი საბუთი.
2. სუბსპეციალობის მოწმობის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.
3. სუბსპეციალობის მოწმობა არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელსაც აქვს სერია, ნომერი და დაცვის სხვა ნიშნები.
4. სუბსპეციალობის მოწმობის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საექიმო საქმიანობის შესახებ
