Article 37^3. სუბსპეციალობის მოწმობის გაცემა
1. სუბსპეციალობის მოწმობის გაცემის საფუძველია: ა) სუბსპეციალობის მოწმობის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; განცხადება აგრეთვე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სუბსპეციალობის მიღებას აპირებს მაძიებელი; ბ) შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი; გ) შესაბამის სუბსპეციალობაში მზადების კურსის გავლის ან ამავე სუბსპეციალობით მუშაობის დამადასტურებელი საბუთი, ჩატარებულ სამუშაოთა აღწერის ჩათვლით.
2. სუბსპეციალობის მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო.
3. სუბსპეციალობის მოწმობა გაიცემა უვადოდ. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ . 74 მუხლი 37 4 . (ამოღებულია) საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ . 74
