1.სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის ფორმა არის ერთიანი. მისი დამტკიცების წესი განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2.საქართველოს სამთავრობო დაწესებულება ვალდებულია ლიცენზიის/ნებართვის ფორმის დამტკიცებიდან ერთ თვეში დადგენილი წესის შესაბამისად მიაწოდოს ლიცენზიის/ნებართვის ფორმები ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს და უწყებას.


