Article 82. განცხადების ან საჩივრის წარდგენა საბჭოში
1. განცხადება ან საჩივარი საბჭოს უნდა წარედგინოს წერილობით.
2. საბჭოში წარდგენილი განცხადება ან საჩივარი უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლის ან მომჩივნის სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და საცხოვრებელი ადგილის მისამართს; ბ) იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სახელს, გვარს, სპეციალობას და სამსახურის მისამართს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი; გ) განცხადების ან საჩივრის არსსა და მოთხოვნას; დ) სხვა გარემოებებს.
3. განცხადება ან საჩივარი ხელმოწერილი უნდა იყოს განმცხადებლის ან მომჩივნის მიერ.
4. თუ განცხადებას ან საჩივარს წარადგენს განმცხადებლის ან მომჩივნის ნათესავი ან საქართველოს კანონიერი წარმომადგენელი, მისი უფლებამოსილება უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საექიმო საქმიანობის შესახებ
