1.ტელემედიცინის საშუალებების გამოყენებისას პაციენტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა ევალება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს.
2.პაციენტის მოთხოვნით მონაცემები მისი ვინაობის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ ტელემედიცინის გამოყენებით შეიძლება გადაიცეს ანონიმურად.


