აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებულია მთავრობის სარეზერვო ფონდი 207000 ( ორას შვიდი ათასი ) ლარის ოდენობით , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაუთვალისწინებული გადასახდელების დასაფინანსებლად . სარეზერვო ფონდიდან თანხებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე , რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხების ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ , გამოყოფს აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრო .
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“
