1.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებულია მთავრობის სარეზერვო ფონდი 220000 (ორასოცი ათასი) ლარის ოდენობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაუთვალისწინებული გადასახდელების დასაფინანსებლად.
2.სარეზერვო ფონდიდან თანხებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხების ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №178 - ვებგვერდი, 29.11.2013 წ.
