1.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებულია მთავრობის სარეზერვო ფონდი 220000 (ორას ოცი ათასი) ლარის ოდენობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაუთვალისწინებული გადასახდელების დასაფინანსებლად.
2.სარეზერვო ფონდიდან თანხებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხების ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
