ამ კანონის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამოქალაქო აქტი − ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; ბ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერი − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს; ბ 1 ) სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერი − სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც შექმნილია მისი შექმნის დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მატერიალური ფორმით (ხელნაწერის სახით ან სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით) და რომელიც შექმნისას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით დადასტურებული არ არის; ბ 2 ) სამოქალაქო აქტის ელექტრონული ჩანაწერი − სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს (ელექტრონული დოკუმენტი) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის დადასტურებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით; ბ 3 ) სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერის ელექტრონული ფოტოასლი − სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერის ფოტოასლი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით არის დადასტურებული; გ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია – სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია; დ) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას; ე) − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული მონაცემის ახალი მონაცემით შეცვლა; ვ) − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა; ზ) − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასრული მონაცემის შევსება; თ) – სამოქალაქო აქტების მატერიალური ჩანაწერების, სამოქალაქო აქტების ელექტრონული ჩანაწერების, სამოქალაქო აქტების მატერიალური ჩანაწერების ელექტრონული ფოტოასლებისა და სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში არსებული მონაცემების ერთობლიობა; ი) – ელექტრონული ფორმით არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში არსებული მონაცემების ერთობლიობა; კ) – პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაბადების, მამობის დადგენის ან შვილად აყვანის რეგისტრაცია; ლ) − სათანადო უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ საბუთზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობის დადასტურება; მ) – „ უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ “ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის საფუძველზე, სათანადო უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ საბუთზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობის სახელმწიფოებრივი დადასტურება გამარტივებული წესით. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2482 - ვებგვერდი, 29.05.2014წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №418 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.
Article 3. ტერმინთა განმარტება
Compare versions
ამ კანონის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამოქალაქო აქტი − ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; ბ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერი − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს; გ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია – სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია; დ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა − უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას; ე) ცვლილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული მონაცემის ახალი მონაცემით შეცვლა; ვ) შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა; ზ) დამატება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასრული მონაცემის შევსება; თ) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზა − სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში ინფორმაციის დამუშავების შედეგად შექმნილ მონაცემთა ერთობლიობა; ი) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონული ბაზა – ელექტრონული ფორმით არსებული სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზა ან მისი ნაწილი; კ) ბავშვი – პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაბადების, მამობის დადგენის ან შვილად აყვანის რეგისტრაცია; ლ)ლ ) ლეგალიზაცია − სათანადო უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ საბუთზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის,ნამდვილობის , ხელმომწერი პირის უფლებამოსილების,უფლებამოსილების , ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობის დადასტურება;დადასტურება მ); მ ) აპოსტილით დამოწმება – „ უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ “ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის საფუძველზე,საფუძველზე , სათანადო უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ საბუთზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის,ნამდვილობის , ხელმომწერი პირის უფლებამოსილების,უფლებამოსილების , ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობის სახელმწიფოებრივი დადასტურება გამარტივებული წესით. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2014201 4 წლის 29 მაისის კანონი №2482 - ვებგვერდი, 29.05.2014წ.
The story of this article· 3
The amendments this article has been through
- · published 13 Apr 2021
Defines new terms: 'material civil act record', 'electronic civil act record' and 'photo copy of material civil act record', as well as modifies definitions of 'civil acts database' and 'electronic civil acts database'.
amending act №5137507 - · published 29 May 2014
Definition of 'Civil Acts Database' is updated to specify it as a collection of data created during the process of exercising powers by civil act registration bodies.
amending act №2358687
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
