Article 78. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანა
სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) შვილად აყვანის რეგისტრაცია – თუ შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა შეიცვალოს ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები; ბ) მამობის დადგენის რეგისტრაცია; გ) მშობლის ქორწინების რეგისტრაცია − ქორწინების რეგისტრაციისას მშობლის მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში; დ) მშობლის განქორწინების რეგისტრაცია − განქორწინების რეგისტრაციისას მშობლის მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში; ე) სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია; ვ) გვარის დადგენა; ვ 1 ) გვარის კანონიერად აღიარება; ზ) ( ამოღებულია - 17.09.2024, №4442 ); თ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის შესახებ; ი) გარდაცვლილის პიროვნების დადგენა – თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ მისი გარდაცვალების რეგისტრაცია განახორციელა, როგორც უცნობი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია; კ) პირის მოქალაქეობრივი სტატუსის შეცვლა – თუ პირს მიენიჭა ან შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ან თუ პირმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა; ლ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების რეალური ადგილის მითითების შესახებ − თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების ადგილად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრულია დაბადების რეგისტრაციის ადგილი. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №749 - ვებგვერდი, 24.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2636 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4442 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
